loader

გლდანში ბინების გაქურდვის ბრალდებით 16 და 17 წლის ბიჭები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში ბინების გაქურდვის ბრალდებით 16 და 17 წლის ბიჭები დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1997 წელს დაბადებული ბესო დ. და 1998 წელს დაბადებული თორნიკე ს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გლდანის რაიონში სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. ბესო დ-მ და თორნიკე ს-მ ბინების ქურდობის 7 ფაქტი აღიარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ოქროს, ვერცხლის სამკაულები, ფული, საოჯახო ტექნიკა და აპარატურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.