loader

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ჩეჩნეთსა და კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეარხი Al-Arabiya ავრცელებს. როგორც ტერორისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჩანს, ისინი პირადად ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან, როგორც სირიის მეთაურის, ბაშარ ალ ასადის მოკავშირეს. როგორც ცნობილია, რუსეთი ასადს იარაღს აწვდის. "ვედომოსტის" ინფორმაციით, მუქარის ამსახველი ვიდეო სირიაში, რაქას პროვინციაში, აერობაზაზეა გადაღებული.

"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების მებრძოლებმა თავიანთი გამოსვლები ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რაიონებში ივნისის დასაწყისში დაიწყეს. 29 ივნისს კი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე არსებული მათ მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების, "ისლამური ხალიფატის" შექმნის შესახებ განაცხადეს.

Militants of "Islamic Republic" threaten to start a war in the Caucasus - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ:

ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სასტიკი შურისძიება (+18)