loader

თბილისის მერია სესხს კომერციული ბანკებისგან საბაზროზე დაბალი პროცენტით აიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია სესხს კომერციული ბანკებისგან საბაზროზე დაბალი პროცენტით აიღებს

სახელმწიფო სესხებს არ გამოჰყოფს, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს თბილისის მერია სესხს კომერციული ბანკებისგან. როგორც ხადურმა განმარტა, ცენტრალური ბიუჯეტი შარშან დაიგეგმა და თბილისისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებს. "ჯერ არ არის აღებული ეს თანხა. დაიწყება მოლაპარაკებები თბილისის მერიასა და რომელიმე კომერციულ ბანკს შორის. შესაძლებელია, რომ აღნიშნულ თანხაზე, თუ ამის საჭიროება დადგება, გამოცხადდეს კონკურსი, ტენდერი და სესხი ყველაზე დაბალი პირობებით იქნეს აღებული", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, რომ თბილისის მერია კომერციული ბანკებისგან სესხს ცენტრალურ ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო იღებს, ფინანსთა მინისტრი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს. ნოდარ ხადურის მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის.