loader

"მე ახლაც მეტი ხალხი მხვდება, ვიდრე პრემიერს და პრეზიდენტს ერთად აღებულს" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ახლაც მეტი ხალხი მხვდება, ვიდრე პრემიერს და პრეზიდენტს ერთად აღებულს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში გარკვეული პრობლემის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორიკნობას" უწოდებს.

"საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, თურმე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ამდენი ჭორიკნობა და სიცრუე უკვე სასაცილოც აღარ არის", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მასზე ძებნის გამოცხადების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას არავინ სერიოზულად არ მიიღებს.

იხილეთ:

"იახტა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცველებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს"