loader

აშშ-ის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი და რუსეთის მხარდამჭერი აქციები არ შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი და რუსეთის მხარდამჭერი აქციები არ შედგა

აშშ-ის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მხარდამჭერი აქციები უნდა გამართულიყო. უკრაინის მხარდამჭერი აქცია პიკასოს კლუბს უნდა გაემართა, ხოლო რუსეთისა - "ევრაზიულ კავშირს".

რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლები "გუდვილის" ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, კონტრაქციის მონაწილეებმა "გუდვილისკენ" გადაინაცვლეს. "გუდვილთან" საკმაოდ ბევრი სამართალდამცველი იყო შეკრებილი. მათ უკრაინის მხარდამჭერებს საშუალება არ მისცეს, რომ ტერიტორიას მიახლოებოდნენ, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლებმა "გუდვილთან" განაცხადეს, აქცია აშშ-ის საელჩოს ნაცვლად "გუდვილთან" იმიტომ გამართეს, რომ მათ პატრულის თანამშრომლებმა საელჩოს ტერიტორიასთან მისვლის ნება არ მისცეს. ჭყოიძის განცხადებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება და ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.