loader

"რაც უკრაინაში ხდება, არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის"- გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც უკრაინაში ხდება, არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის"- გიორგი მარგველაშვილი

"რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საუბარი უკრაინის თემით დაიწყო და საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა თავისუფალი არჩევანისათვის.