loader

"ეს იმ ბიჭის დედაა, მკვლელობაში ვინცაა ეჭვმიტანილი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იმ ბიჭის დედაა, მკვლელობაში ვინცაა ეჭვმიტანილი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

ლაშა მახარაძის მკვლელობის თემას ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც Facebook-ზე აქვეყნებს 2012 წლის სატელევიზიო არქივს, რომელშიც ერთ-ერთი პატიმრის დედა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იმდროინდელ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

ინგა გრიგოლია თავის სტატუსში ქალბატონს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედად მოიხსენიებს. "ეს იმ ბიჭის დედაა, გუშინდელ მკვლელობაში ვინცაა ეჭვმიტანილი... და დედამისის კომენტარები ნახეთ რა, ვიდრე მის შვილს ამნისტიით თუ შეწყალებით გამოუშვებდნენ....... რამდენი ასეთი ტიპი იქნა ციხიდან გამოშვებული, წმინდანებად რომ გვიცხადებდნენ და სინამდვილეში მკვლელები და ყაჩაღები იყვნენ.... აი, ბატონო...... რას მოსთქვამდა დედა მაშინ მის ვითომ უდანაშაულო და ნაწამებ შვილზე..."

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ:

მკვლელობა ვაკეში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

შსს-მ ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა - ვინ მიიყვანა მკვლელი შემთხვევის ადგილას