loader

თეთრ რაშზე ამხედრებული... შიშველი გოგონა მოსკოვის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრ რაშზე ამხედრებული... შიშველი გოგონა მოსკოვის ქუჩებში

თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებზე ბავშვობაში ბევრ გოგონას უოცნებია, თუმცა თურმე თეთრი ცხენით, მხოლოდ "საოცნებო პრინცები" არ გადაადგილდებიან. მოსკოველები და ქალაქის სტუმრები 5 სექტემბერს უჩვეულო სანახაობის თვითმხილველები გახდნენ: დედაქალაქის ქუჩებში თეთრ ცხენზე მჯდარი შიშველი გოგონა სეირნობდა.

ინტერესი ამ სანახაობამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოიწვია, რაც თინა კანდელაკმა შიშველი მხედრის ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა წარწერით: "ეს ახლა ხდება ქალაქის ცენტრში. რა, ეს მოდურია? შიშველი დედოფალი!" ფოტოს ათობით კომენტარი მოჰყვა, საიდანაც ირკვევა, რომ უჩვეულო კადრი ახალი სატელევიზიო პროექტის ან ფილმის ნაწილია.