loader

როგორ გამოიყურება ქალაქი ღაზა 50-დღიანი კონფლიქტის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ქალაქი ღაზა 50-დღიანი კონფლიქტის შემდეგ

ღაზას სექტორში, ოჯახები თანდათან უბრუნდებიან თავის საცხოვრებლებს, თუმცა ამას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვისი სახლიც კონფლიქტის შედეგად მიწასთან არ გასწორებულა. საჰაერო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოიყურება ქალაქი ღაზა ისრაელთან უკანასკნელი, 50-დღიანი კონფლიქტის შემდეგ.

8 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, ცეცხლის შეწყვეტამდე წარმოებულ საომარ მოქმედებებს 2100 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის მხრიდან მსხვერპლი 73 ადამიანია, მათგან შვიდი მშვიდობიანი მოქალაქეა.