loader

თავდაცვის სამინისტროში ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური მიღების ცერემონია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროში ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური მიღების ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური მიღების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ეზოში ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყო ამერიკული დელეგაციის შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.