loader

მაია ფანჯიკიძემ ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია ფანჯიკიძემ ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასაწყისში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან გამართა. მინისტრებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთს პირისპირ გასაუბრებოდნენ, რის შემდეგაც უკვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა დელეგაციების დონეზე.

განიხილეს ორმხრივი თანამშომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან საუბრისას მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილი.

სებასტიან კურცი ევროპის ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრია, იგი სულ რაღაც 28 წლისაა.