loader

"ჭიკაიძემ ჯერ ქართული ენის კურსები უნდა გაიაროს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჭიკაიძემ ჯერ ქართული ენის კურსები უნდა გაიაროს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჭიაბერაშვილის განმარტებით, აქცია არის ფორმა იმისა, რომ დააფიქსირო პროტესტი რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეიძლება არ იცოდეს ჭიკაიძემ და მისთვის ანაბანა იყოს ასახსნელი, რადგან რასაც ის აცხადებს, სამასხარაოდ იგდებს თავს და სამასხარაოს ხდის მთელ ხელისუფლებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა დავალება და გეგმა, რომელიც "ხელისუფლების ხელში ჩაგდებას" ისახავს მიზნად.

ნახეთ გადაცემის სრული ჩანაწერი