loader

"ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს" - პრეზიდენტის პასუხი ივანიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს" - პრეზიდენტის პასუხი ივანიშვილს

ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს, - ასე ეხმაურება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყანაა და ამის გათვალისწინებით, გაერო-ში მთავრობის მეთაური უნდა გაემგზავროს.

"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, საქართველო არის ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში კი პრეზიდენტებს, ჩვეულებრივ, ნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ წიაღსვლები მოხდეს და საზოგადოებამ ნათლად ჩახედოს მარტივ ჭეშმარიტებებს და არ ილაპარაკოს ამ თემებზე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მით უმეტეს, ეს თემები რეალური არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის მტკიცებით, ვალდებულებებში, რასაც ახორციელებს, არ არის პოლიტიკური შინაარსი.