loader

არასაკმარისი მზითევის გამო, ქმარმა ცოლი 3 წლით გამოკეტა სააბაზანოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასაკმარისი მზითევის გამო, ქმარმა ცოლი 3 წლით გამოკეტა სააბაზანოში

25 წლის ინდოელმა ქალმა სააბაზანოში გამოკეტილმა 3 წელი გაატარა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ქმრისთვის და მისი ოჯახისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ქალის მზითევი. იძულებითი ტუსაღობის გარდა, გუნჯა დევის მცირეწლოვან ქალიშვილთან ურთიერთობაც აკრძალული ჰქონდა.

შემთხვევის შესახებ ადგილობრივი პოლიციისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალის მამამ ეჭვი შეიტანა ფაქტში, რომ შვილთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდნენ. პატიმრობიდან გათავისუფლებულ გუნჯას თვალების გახელაც კი გაუჭირდა, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მზის შუქს ვერ ხედავდა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლის თქმით, ყველაზე ცუდი მისთვის ის მომენტი იყო, როდესაც ქალიშვილმა ვერ იცნო. გუნჯა დევი 2010 წელს დაქორწინდა და მასზე ძალადობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალმა გოგონა გააჩინა.

იხილეთ:

ინდოეთში 18 წლის გოგონა ცოლად ძაღლს გაჰყვა

შოკისმომგვრელი სოციალური ექსპერიმენტი ადამიანების გულგრილობაზე

მამაკაცების რეაქცია ქალის გაუპატიურების ფაქტზე: ექსპერიმენტი სამწუხარო სტატისტიკით