loader

"მეიდანი არ იქნება" - აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეიდანი არ იქნება" - აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. "მეიდანი არ იქნება", "ქვეყანას არ აგარევინებთ", "არ გაგივათ", - ამ პლაკატებით ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" წევრებმა "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდეს, რომ ქვეყანა არ არიონ.

როგორც "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურა ქადაგიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ, დაძაბულობა ქუჩაში გადავიდეს, რადგან მათ სურთ, ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდონ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არის მეხუთე კოლონა. მათივე თქმით, ისინი დღეს არაფერს აპროტესტებენ, უბრალოდ, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ვერც ერთმა "ნაციონალმა" ვერ შეძლოს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა და არეულობის მოწყობა.