loader

მოსკოვში ცნობილი ადვოკატი ქალი მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში ცნობილი ადვოკატი ქალი მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს

სათვალთვალო კამერამ ცნობილი რუსი ადვოკატის ტატიანა აკიმცევასა და მისი მძღოლის მკვლელობა დააფიქსირა, რომელიც მოსკოვის ცენტრში მოხდა. კადრებში ჩანს რომ მკვლელი მსხვერპლს სახლთან ელოდებოდა. როდესაც BMW-ს მარკის ავტომობილი ეზოში შევიდა და მძღოლი გადმოვიდა, რათა ტატიანას ნივთები აეღო, მანქანასთან მამაკაცი მივიდა, ჯერ ორჯერ ესროლა მძღოლს, შემდეგ აკიმცევას დაედევნა, რომელიც უკვე სადარბაზოში შედიოდა და მასაც ორჯერ ესროლა. ადგილიდან მიმალულმა მკვლელმა ადვოკატის პირადი ნივთები თნ წაიღო.

ცნობილია, რომ ტატიანა აკიმცევა მოსკოვში 80-იან წლებში ჩამოყალიბებული ყველაზე სისხლიანი კრიმინალური დაჯგუფების "ორეხოვსკის" წინააღმდეგ იბრძოდა და სასამართლოში დაშავებულების ინტერესებს იცავდა. დაჯგუფების "ანგარიშზეა" ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა, ასევე თავდასხმა ბორის ბერეზოვსკიზე 1994 წელს.

ტატიანა აკიმცევა სხვადასხვა დროს რუსული შოუბიზნესის ცნობილ სახეებს უწევდა საადვოკატო მომსახურებას. მათ შორის ფილიპ კირკოროვს, კრისტინა არბაკაიტეს, ევგენი პლუშენკოს და სხვებს.