loader

მოწვევა სააკაშვილის სახელზე, მარგველაშვილის ნაცვლად - "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა უნდა ვთქვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოწვევა სააკაშვილის სახელზე, მარგველაშვილის ნაცვლად - "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა უნდა ვთქვა"

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა გაერო-ს კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ "რუსთავი 2"-ის მიერ განსაჯაროებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერის თემის კომენტირებისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიმოწერა, როგორც ჩანს, გასაჯაროებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, რაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ნაბიჯია.

მინისტრი სთხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც საგარეო თემატიკაზე მუშაობენ, ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში და რაც მთავარია, ნუ აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს.

იხილეთ: "პრეზიდენტმა მინისტრები შეხვედრებს არ დაგვასწრო" - მაია ფანჯიკიძე