loader

ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 72 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვაჟი ნიკა ალასანია. ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიმართა. თავდაცვის მინისტრი ფიცის დადების ცერემონიას მშობლების რიგიდან, მეუღლესთან, ნათია ფანჯიკიძესთან ერთად ადევნებდა თვალს. ფიცის დადების ცერემონიას სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს გამოფენა გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ.

Nika Alasania's military oath attended by his parents - Watch the video on georgianews.ge