ამ დანგრეული გზის გავლა ბაღისა და სკოლის მოსწავლეებს ყოველდღე უწევთ
ეს კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირის მეორე და მესამე კვარტლების დამაკავშირებელ შიდა საუბნო გზაზეა გადაღებული, რომლის საშუალებითაც მშობლებს შვილები გვერდიგვერდ მდებარე ორ საბავშვო ბაღში დაჰყავთ. ამ საფეხმავლო გზით დადიან მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც 126-ე საჯარო სკოლაში. წლებია აღნიშნული საგზაო მონაკვეთი არ შეკეთებულა. ღამის საათებში კი აქ გავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტერიტორიაზე არ მუშაობს გარე განათებაც.
ცოტა ხნის წინ საბავშვო ბაღების ტერიტორიას მესერი შეუცვალეს, რამაც ამორტიზებული გზის მონაკვეთი კიდევ უფრო დააზიანა. მოსახლეობა თბილისის მერიას მიმართავს თხოვნით: წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი და ანტისანიტარიის კერად ქცეული ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალსა და მარიჯანის ქუჩებს შორის არსებული საფეხმავლო გზაგამტარი მოაწესრიგოს, რათა მოქალაქეებს ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გავლით არ მოუწიოთ შორი მანძილის დაფარვა ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებთან მისასვლელად.