loader

დედამ მცირეწლოვანი შვილი გამვლელების თვალწინ სასტიკად სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამ მცირეწლოვანი შვილი გამვლელების თვალწინ სასტიკად სცემა

სოციალურ ქსელ "კონტაქტში" ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, რა უმოწყალოდ სცემს ახალგაზრდა დედა მცირეწლოვან გოგონას. ქალმა იმდენად ძლიერად დაარტყა ბავშვს სახეში, რომ გოგონა ძირს დაეცა. თუმცა ეს ფაქტი არანაირ გავლენას არ ახდენს დედაზე და ის გზას განაგრძობს.

ანდრეი რუდნევი, რომელმაც ეს ვიდეოჩანაწერი გააკეთა, აცხადებს, რომ შემთხვევა 16 სექტემბერს, ტვერსკის ოლქში გადაიღო. "ქალმა შვილი მარტო დატოვა და მაღაზიაში შევიდა. გული მიგრძნობდა, რაღაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ გადავწყვიტე, მისი მაღაზიიდან დაბრუნება მობილური ტელეფონით გადამეღო. შემდეგ უკვე თქვენც ხედავთ, რაც მოხდა. სავარაუდოდ, ქალი იქვე მდებარე სახლში ცხოვრობს", - წერს რუდნევი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ:

რა რეაქცია აქვთ თბილისში ბავშვის ცემის ფაქტზე

გამვლელების რეაქცია თბილისში, როცა ბავშვი მათ უცნობისგან დაცვას სთხოვს

შემზარავი კადრები ბაგა-ბაღიდან, სადაც აღმზრდელები პატარებს არაადამიანურად ეპყრობიან