loader

"სულიკო" ჩინურ დრამაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულიკო" ჩინურ დრამაში

"ზაფხულის სასახლე" 2006 წელს გადაღებული ფრანგულ-ჩინური დრამაა, რომელმაც კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ფილმი პროვინციელ გოგონაზეა, რომელიც პეკინში სასწავლებლად მიდის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის სექსუალურ თავისუფლებასა და აკრძალულ სიამოვნებებს გაუგებს გემოს და გატაცებით უყვარდება სტუდენტი მამაკაცი, თუმცა მათი ურთიერთობა მალე სახიფათო თამაშებში გადადის... გარემოებები წყვილს ერთმანეთს დააშორებს, თუმცა წლების შემდეგ ბედი მათ ისევ შეახვედრებს...

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდს ფონად გასდევს "სულიკო", თანაც ქართული შესრულებით. უცნობია, როგორ მოხვდა კანის ფესტივალზე ნომინირებულ ფილმში ქართული მელოდია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარ გმირს ენა არ ესმის, მასზე სიმღერა ემოციურად მოქმედებს.

Georgian “Suliko” in Chinese drama - Watch the video on georgianews.ge

ასევე იხილეთ:

ქართული "ჭრიჭინა" ჩინური კვინტეტის შესრულებით

"სულიკო" ჩინეთის სახალხო პოლიციის გუნდის შესრულებით