loader

"ვინ მოკლა ილია" - კოტე თოლორდავა დიდი მწერლის მკვლელობის უცნობი დეტალებით ახალ ფილმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ მოკლა ილია" - კოტე თოლორდავა დიდი მწერლის მკვლელობის უცნობი დეტალებით ახალ ფილმში

კინოთეატრ "ამირანში" მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "ვინ მოკლა ილია"-ს პრემიერა გაიმართა. ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერაა გადაღებული და ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის გადაღება შს სამინისტროს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმეების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2013 წელს დაიწყო. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, კულტურის მოღვაწეები, ისტორიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შს სამინისტროს არქივის თანამშრომლებმა მკვლევარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს. ამავე დროს ჩატარდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შს სამინისტროს არქივშია დაცული და 11 პუნქტს მოიცავს.

მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობენ: გივი ბერიკაშვილი, გოგი ქავთარაძე, პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ზაზა იაქაშვილი და სხვები. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მიხეილ ბერინაშვილი, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.

ახლო მომავალში ფილმის ჩვენება მოხდება როგორც სატელევიზო ეთერში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებულ კონოთეატრებში, სადაც შს სამინისტროს არქივის თანამშრომლები კინოჩვენების დასასრულს ფილმის გადაღების პროცესსა და ილიას მკვლელობის გარემოებების გამოძიებას მაყურებელთან ერთად მიმოიხილავენ.

“Who killed Ilia” premieres in Georgia - Watch the video on georgianews.ge