loader

გაჩეხილი ხეები და 21-სართულიანი შენობა აბაშიძის ქუჩაზე - მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაჩეხილი ხეები და 21-სართულიანი შენობა აბაშიძის ქუჩაზე - მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ

ვაკეში, აბაშიძის 70 ნომერში, ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას და ხეების უკანონო გაჩეხვას გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა ვერა ქობალიას მინისტრობის დროს სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი"-ზე გასხვისდა.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 21-სართულიანი, მრავალფუნქციური კორპუსი შენდება. მათივე თქმით, ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ იგივე კომპანია მათი კორპუსის სიახლოვეს კიდევ ერთ, 17-მეტრიან ობიექტს ააშენებს.

ამასთან, როგორც მოსახლეობა ამბობს, კანალიზაცია და წყალმომარაგება ობიექტის აშენების შემდეგ მოსალოდნელ დატვირთვას ვერ გაუძლებს. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.