loader

ხელვაჩაურში "ოცნების ქალაქი" დაიტბორა - მოსახლეობა შველას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელვაჩაურში "ოცნების ქალაქი" დაიტბორა - მოსახლეობა შველას ითხოვს

ხელვაჩაურში, ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, კოკისპირული წვიმის დროს მათ სახლებში ისე წვიმს, როგორც ქუჩაში.

ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრები მარინა ბერიძე ამბობს, რომ რთული საცხოვრებელი პირობების გამო, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.

"ვთხოვთ მთავრობას, 400 ბავშვის სიცოცხლე ნუ იქნება საფრთხის ქვეშ", - აღნიშნა ადგილობრივმა მარინა ბერიძემ. ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრები მაგული დიასამიძე კი აცხადებს, რომ ყოველი წვიმის დროს სველდება საოჯახო ინვენტარი და საწოლები. ის მთავრობას დახმარებას სთხოვს.

ბათუმში კოკისპირულად წვიმს. დღეს, აჭარის სანაპიროებზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.