loader

კადრები მეგის ქარდავას ქორწილიდან: ახალაიას და სააკაშვილის სადღეგრძელო და ქართული ბომონდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მეგის ქარდავას ქორწილიდან: ახალაიას და სააკაშვილის სადღეგრძელო და ქართული ბომონდი

youtube-ზე John Smith-ის სახელით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა რამდენიმე საათის წინ ატვირთა ვიდეო, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ქორწილია ასახული. ვიდეო სავარაუდოდ 2012 წელსაა გადაღებული, რადგან სოსო თოფურიძე ბაჩო ახალაიას სადღეგრძელოში თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ულოცავს. კადრებში ასევე ჩანან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. წვეულების სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის სადღეგრძელოს სკამებზე ასულები სვამენ.

კადრებში ჩანან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: ბუბა კიკაბიძე, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო ჩხეიძე, რომლებიც წვეულების სტუმრებს მუსიკალური ნომრებით ართობდნენ.