loader

თბილისის აეროპორტში 31 წლის ქალს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის აეროპორტში 31 წლის ქალს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მარია მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მარია მ. საქართველოში ბელორუსი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად 27,2471 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 13,6684 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).