loader

"ნაციონალური მოძრაობა" აპირებს... გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას" - კოტე ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" აპირებს... გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას" - კოტე ინაშვილი

უფლებადამცველი კოტე ინაშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. როგორც კოტე ინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა. "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობა სურს. ისინი უკვე ღიად დაუპირისპირდნენ შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, გიორგი მღებრიშვილის უწყებას და პროკურატურას", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ჰყავს მხარდამჭერები ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ მათ საქართველოში დესტაბილიზაცია სურთ.
"ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური ორგანიზაციაა და გიორგი მარგველაშვილის სიკვდილს ახალ ხელისუფლებას დააბრალებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა უკვე არსებობს", - აცხადებს კოტე ინაშვილი. წყაროს ვინაობას, რომლისგანაც კოტე ინაშვილს აღნიშნული ინფორმაცია აქვს, არ აკონკრეტებს.