ქურდმა, რომელმაც მაღაზია გაძარცვა, უსახლკარო კაცი სიკვდილისგან იხსნა
სათვალთვალო კამერებმა მაღაზიაში მყოფი ქურდები დააფიქსირა, რომლებმაც ფული წაიღეს და გაიქცნენ. გაქცევისას ერთ-ერთმა უსახლკარო მამაკაცი დაინახა, რომელიც უახლოვდებოდა მაღაზიას, სადაც ცოტა ხნის წინ მძარცველებმა ბანკომატზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. კადრებში ჩანს, როგორ გაათრია ქურდმა აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე გამვლელი და სიკვდილისგან იხსნა.