loader

მოსკოვში, სკოლის დირექტორის მოადგილემ შვილის გათხოვების გამო თავი მოიკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში, სკოლის დირექტორის მოადგილემ შვილის გათხოვების გამო თავი მოიკლა (+18)

გაფრთხილებთ! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს!

მუსიკალური სკოლის დირექტორის მოადგილემ, ანდრეი უდალოვმა ვერაფრით შეძლო, შეგუებოდა აზრს, რომ მისი ქალიშვილი, რომელიც ამავე სკოლაში, მუსიკალურ თეატრში ასწავლიდა, გათხოვდა. ტრაგედია გაკვეთილების მიმდინარეობის დროს მოხდა.

"ანდრეი იმ დილით სამსახურში კარგ ხასიათზე მოვიდა. შემდეგ, როგორც ვიდეოჩანაწერში ჩანს, მან დანა აიღო, შევიდა კაბინეტში და ვენები გადაიჭრა. ამის შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა", - განუცხადა პოლიციას სკოლის დირექტორმა.

უდალოვი თვითმკვლელობის მცდელობების შემდეგ გადარჩა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანილი ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

კოლეგების და ახლობლების თქმით, სუიციდის მიზეზი შესაძლოა ქალიშვილთან არსებული პრობლემები იყო. საქმე იმაშია, რომ ალიონა უდალოვა ცოტა ხნის წინ ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელიც მის მშობლებს კატეგორიულად არ მოსწონდათ. დიდი ხნის განმავლობაში ანდრეი მეუღლესთან ერთად ცდილობდა, შვილი დაეშორებინა მეუღლეს, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რელიგიური სექტის წევრი იყო.