loader

სტიქია გურიაში: ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო, ევაკუირებულია 10 ოჯახი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია გურიაში: ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო, ევაკუირებულია 10 ოჯახი

გურიაში სტიქიაა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის განცხადებით, ამ წუთებში სამაშველო სამსახური ადგილზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა სკოლას, ასევე, საცხოვრებელ სახლებს; დატბორილია წყალსაცავი, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე.

ადიდებული მდინარე ბჟუჟა ინტენსიურად რეცხავს საავტომობილო გზის მიწის ვაკისს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი).

ათი ოჯახია ევაკუირებული სოფელ შემოქმედიდან. შემოქმედში სასწავლო პროცესიც შეწყდა. სტიქიის ზონაში სამთავრობო დელეგაციის ჩასვლას ელოდებიან.

კადრები სტიქიის ზონიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

Disaster in Guria - citizens evacuated from the villages - Watch the video on georgianews.ge