loader

ბათუმის სანაპიროებზე შტორმის სიმძლავრე 6 ბალს უახლოვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის სანაპიროებზე შტორმის სიმძლავრე 6 ბალს უახლოვდება

ბათუმის სანაპიროებზე შტორმის სიმძლავრე 6 ბალს უახლოვდება, - ამის შესახებ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზღვის მოქცევის დროს ტალღების სიმძლავრე მოიმატებს და 6 ბალი დაფიქსირდება. ძლიერმა ტალღებმა ბათუმის ცენტრალური ბულვარის სანაპიროზე მდებარე თურქული კაფე "პიერ ბათუმი" დააზარალა. როგორც კაფეს თანამშრომელმა ირმა ცეცხლაძემ განაცხადა, განსაკუთრებული სიძლიერით კაფეს ინვენტარს ტალღამ ორჯერ გადაუარა.