loader

ალჟირელმა ჯიჰადისტებმა ფრანგ ტურისტს თავი მოჰკვეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალჟირელმა ჯიჰადისტებმა ფრანგ ტურისტს თავი მოჰკვეთეს

ალჟირელმა ჯიჰადისტებმა, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებულნი, ინტერნეტში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ფრანგი ტურისტის, ერვე გურდელის თავის მოკვეთის კადრებია ასახული.

"ბიბისის" ინფორმაციით, ერვე გურდელი ჯიჰადისტებმა გასულ კვირას მძევლად აიყვანეს ალჟირში. ვიდეო ინტერნეტში სახელწოდებით "სისხლიანი გზავნილი საფრანგეთის მთავრობას" გავრცელდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარი მკაცრად დაგმო და სასტიკი ქმედება უწოდა. "ერვე გურდელი მკვდარია იმიტომ, რომ მისი ქვეყანა საფრანგეთი ტერორიზმს ებრძვის", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

"ბიბისის" ცნობით, ფრანგ ტურისტს თავი მას შემდეგ მოჰკვეთეს, რაც საფრანგეთისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, შეეწყვიტა ავიაშეტევები ერაყში.