loader

"მე მამაცი ვარ!" - სიმსივნით დაავადებული 5 წლის გოგონას ამაღელვებელი მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მამაცი ვარ!" - სიმსივნით დაავადებული 5 წლის გოგონას ამაღელვებელი მიმართვა

5 წლის ჰანას თებერვალში ვილმსის სიმსივნე დაუდგინეს. თირკმლის სიმსივნის ეს ფორმა 2-7 წლის ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. გოგონამ მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა, მას მარცხენა თირკმელი და მარჯვენა თირკმლის ნაწილი ამოკვეთეს. ახლა, როცა ჰანა გამოჯანმრთელების გზაზე დგას, სხვა ბავშვებს მიმართავს, რომლებიც მასავით იტანჯებიან მძიმე დაავადებით.

"გამარჯობა, მე ჰანა ვარ. ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ოთხი ოპერაცია გამიკეთეს სიმსივნის ამოსაკვეთად, ქიმიოთერაპიაც გავიკეთე და რადიაციაც, თმებიც დამცვივდა... მინდა ტელევიზიაში გამოვჩნდე, ასევე, გაზეთებში, რათა ადამიანებმა დაინახონ, როგორი მამაცი ვიყავი დაავადების დროს. სიმსივნე სულაც არ არის სახალისო, მაგრამ მაინც ცოტათი კარგია, ვინაიდან შეგიძლია წახვიდე ბანაკში, დაისვენო. მე ორშაბათს მივდივარ და ძალიან მიხარია. თუ სიმსივნე გაქვთ, არ ინერვიულოთ, იმიტომ, რომ მე მამაცი ვარ და თქვენც შეგიძლიათ მამაცი იყოთ" - ამბობს ჰანა ამაღელვებელ მიმართვაში.