loader

პრემიერის პირველი კომენტარი საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის პირველი კომენტარი საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებაზე

საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Foreign Policy-ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, მცდარს უწოდებს.

პრემიერ-მინისტრმა ეს კომენტარი ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე არავითარი ტერნინგ ცენტრის შექმნა არ იგეგმება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და მან ჟურნალისტებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნული ინფორმაციების გავრცელებას.