loader

ჭიკაიძემ და ალასანიამ ახალ სასროლეთში თავადაც ისროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიკაიძემ და ალასანიამ ახალ სასროლეთში თავადაც ისროლეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 25 სექტემბერს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის წვრთნებისთვის გაკეთებული ახალი სასროლეთი დაათვალიერა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სასროლეთი და განახლებული შეიარაღება გააუმჯობესებს და აამაღლებს შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის პროფესიონალურ დონეს.

კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოს თანამშრომლებმა სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები მოაწყვეს. გავრცელებული ინფორმაციითვე, სამიზნეების ახალი სისტემა სრულად კომპიუტერიზებულია და ოპერატორის მიერ მართვის პულტით პროგრამულად იმართება. აღნიშნული სისტემა მოიერიშეთათვის მრავალფუნქციური ვარჯიშების საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს საბრძოლო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მებრძოლებმა სტუმრებს პროფესიული მომზადების მაღალი დონე უჩვენეს. შს მინისტრმა სტუმრებს ცენტრის ტერიტორია და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.