loader

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან ნიუ-იორკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან ნიუ-იორკში

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ–იორკში სწავლობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა; ახალგაზრდებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
სტუდენტების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საინტერესო საუბარი შედგა და პრემიერმა მათ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ–მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა.