loader

შს მინისტრმა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრმა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო "წითელი ხიდის" მე-5 სექტორ "ბურდაზორის" შენობა გახსნა. საზეიმო ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციას საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის დამატებითი სახსრები გამოუყო.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.

2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დაიწყება.