loader

რატომ არის საქართველოში სესხი ყველაზე ძვირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არის საქართველოში სესხი ყველაზე ძვირი

საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები შეესაბამება ეკონომიკის განვითარების იმ სტადიას, რომელზეც საქართველო იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის იმ მონაცემების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც, რეგიონში ყველაზე ძვირი სესხი საქართველოში გაიცემა. გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნული კუთხით დღეისთვის არსებული ვითარება "კანონზომიერია".

მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით კი, სამომხმარებლო სესხებზე, საქართველოშია.