loader

"ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი" - ირაკლი ღარიბაშვილი

1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, საიდანაც მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართა.

"ხალხმა აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, წინსვლა და განვითარება. 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლის გზა არ იყო იოლი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ქართველ ხალხს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა.