loader

თბილისის მერის მოადგილემ თემურ გიორგაძეს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა - ხათუნა გოგორიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერის მოადგილემ თემურ გიორგაძეს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა - ხათუნა გოგორიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. გოგორიშვილის თქმით, სამსახურიდან წასვლა დღეს გიორგაძეს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მოსთხოვა.

აღნიშნული განცხადება გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას გააკეთა. დეპუტატის თქმით, საჯარო სამსახურებში ინიშნებიან არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პარტიული და ნათესაური პრინციპით და ეს პროცესი ყველაზე აქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში მიმდინარეობს.