loader

ქალმა მძღოლმა, რომელსაც აგვიანდებოდა, ჯეიმს ბონდის ტრიუკი ჩაატარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა მძღოლმა, რომელსაც აგვიანდებოდა, ჯეიმს ბონდის ტრიუკი ჩაატარა

ხორვატიის პოლიციამ დალმაციის რეგიონში ქალი მძღოლი დააჯარიმა, რომელმაც დანიშნულების ადგილზე სწრაფად მოხვედრის მიზნით ხიდის გაყოფას ყურადღება არ მიაქცია. 47 წლის მარია სკრაჩიჩი ავტომობილით აწეულ ხიდს "გადაახტა". როგორც გაირკვა, ქალს, რომელიც მოზარდ ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, შეხვედრაზე აგვიანდებოდა.

ქალის "ჯეიმსბონდური" ტრიუკი თვითმხილველებმა გადაიღეს და შემთხვევის კადრები "ბონდიანის" ერთ-ერთი სერიის - "ადამიანი ოქროს პისტოლეტით" კადრებთან დაამონტაჟეს.

მძღოლი დააკავეს სამართალდამცველებმა, რომლებიც "ტრიუკის" თვითმხილველები შემთხვევით გახდნენ. სკრაჩიჩი სახიფათო მართვისთვის 30 ევროთი დააჯარიმეს.

ასევე ნახეთ:

როგორ იძია ქალმა შური თავხედ მძღოლზე

მძღოლი ქალის დრიფტი და ფანტასტიკური პარკირება

ქალი მძღოლი შესახვევს გასცდა და 2 კმ უკუსვლით იარა

"ურჩი" მანქანა და მძღოლის რამდენიმეწუთიანი "ბრძოლა" ავტოფარეხთან