loader

მოსკოვში პოლიციელებმა საროსკიპოში სპეცოპერაცია მოაწყვეს, შემდეგ კი იქვე იქეიფეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში პოლიციელებმა საროსკიპოში სპეცოპერაცია მოაწყვეს, შემდეგ კი იქვე იქეიფეს

მოსკოვის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის თანამშრომლებმა 24 სექტემბერს, მაიორ სერგეი იურკინის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთ საროსკიპოში სპეცოპერაცია მოაწყვეს. დაახლოებით 10 სამართალდამცველი საცხოვრებელ სახლში მოწყობილ დაწესებულებაში შეიჭრა და ორი კლიენტი სცემა, რომლებიც ინტიმ-მომსახურებას ელოდნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა სათვალთვალო კამერების ძებნა დაიწყეს ჩანაწერების გასანადგურებლად, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე კამერა საგულდაგულოდ იყო დამალული და გამორჩათ.

სანამ რიგითი პოლიციელები დოკუმენტს აფორმებდნენ და ექსპერტ-კრიმინალისტები მნიშვნელოვან ნივთმტკიცებულებებს იღებდნენ, იქამდე მაიორი სპირტიან სასმელს შეექცეოდა. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პერიოდულად უერთდებოდნენ "სპეცოპერაციის" მიმდინარეობას, მაიორისგან ნებართვას იღებდნენ დალევაზე, შემდეგ კი დავალების შესრულებას იწყებდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა უშიშროების სამსახურს ჩაუვარდა ხელთ, რომლითაც კოლეგების დანაშაულის დამტკიცება შეძლეს.