loader

ქუთაისში პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში პოლიციის დევნის ოპერაციის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. საავადმყოფოსთან გარდაცვლილ მირზა გოჩუაძის ახლობლები შეიკრებნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მანამდე კი გარდაცვლილის ახლობლებმა შუშები ჩაამტვრიეს და საავადმყოფოში შეიჭრნენ, თუმცა, პოლიციამ ვითარების განმუხტვა მოახერხა.

ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.
ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გთავაზობთ სიუჟეტს თემაზე, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

იხილეთ ასევე: პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს