loader

"პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში გუშინდელი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, დამნაშავე პოლიციელი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. "ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

'Policeman will be held responsible for his crime' - Gharibashvili about Kutaisi incident - Watch the video on georgianews.ge