loader

ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება - ილია მეორე

ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა და სიკეთისა და ბოროტების მნიშვნელობაზე იქადაგა.

მისივე თქმით, ბოროტებას ხალხმა სიკეთით უნდა უპასუხოს და ამით ბოროტებას გზა გადაეკეტება.
მანვე განაცხადა, რომ ადამიანმა მოახდინა გადაფასება და სიკეთეს აფასებს იმად, რაც არ არის სიკეთე და ბოროტება სიკეთედ მიაჩნია.

ილია მეორესთან ერთად წირვა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავარმა, მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღავლინა. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი აღაპიტი წმინდა სამების ხატით დააჯილდოვა. თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა ილია მეორეს ჯვარი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა.