loader

მირზა გოჩუაძის საქმე: ხმაური სასამართლოში და პატიმრობა დაკავებულ პოლიციელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მირზა გოჩუაძის საქმე: ხმაური სასამართლოში და პატიმრობა დაკავებულ პოლიციელს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის, ლაშა ჯიხვაშვილის დაკითხვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლაშა ჯიხვაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლაშა ჯიხვაშვილის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. ბრალდებულის დარბაზში შეყვანას გარდაცვლილის ახლობლებისა და ნათესავების პროტესტი მოჰყვა. ხმაურის გამო მანდატურებმა რამდენიმე ადამიანს პროცესი დაატოვებინეს.

სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა მირზა გოჩუაძის მამიდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის გამო პროცესი 5 წუთით შეჩერდა, თუმცა ამ დროისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა.

3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი იმავე დღეს დააკავა.