loader

ალექსანდრე ჭიკაიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე ჭიკაიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგას, დორინ რეჩენს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას და "საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებას.

შეხვედრაზე მხარეებმა საშინაო საქმეებისა და პრიორიტეტების კუთხით მოლდოვისა და საქართველოს თანამშრომლობა, ევროპული ინტეგრაციის სფეროში მოლდოვისა და საქართველოს გამოცდილება და ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

ოფიციალური ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდება.