loader

ბაქო-თბილისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა: დაღუპულია 3 მგზავრი, მათ შორის, ბავშვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაქო-თბილისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა: დაღუპულია 3 მგზავრი, მათ შორის, ბავშვი

აზერბაიჯანში მომხდარი ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავარია წუხელ, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა ბაქოდან 370 კმ-ის მოშორებით. "მერსედესის" მარკის სამგზავრო ავტობუსი საქართველოს სანომრე ნიშნებით, ბაქოდან მარნეულისკენ მიემართებოდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი დაიწვა. დაღუპულია 3 ადამიანი, რომელთაგან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილებს შორისაა 9-10 წლის ასაკის ბავშვი.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია ავტობუსის მძღოლის დაუდევრობას უკავშირდება. სავარაუდოდ, მას ჩაეძინა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სწორედ მის წინააღმდეგაა აღძრული.

ავარიის შედეგად დაშავებულები ბაქოს მე-3 კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. სამი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.