loader

მკვლელობა იმერეთში: ქალის ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა იმერეთში: ქალის ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს

ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყალიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

თავდაპირველად არ კონკრეტდებოდა, ქალი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა თუ მკვლელობა მოხდა.

მოგვიანებით კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოხდა მკვლელობა და ცხედარი მდინარეში კვალის დაფარვის მიზნით გადააგდეს.

გარდაცვლილი ქალაქ ფოთიდან იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მას ორი შვილი დარჩა.