loader

წიგნი, რომლითაც საქართველოს ისტორიას ხელით შეეხებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნი, რომლითაც საქართველოს ისტორიას ხელით შეეხებით

"პალიტრა L"-ის "ილუსტრირებული ისტორიის" პროექტზე მხოლოდ მხატვართა 8-კაციანი ჯგუფი მუშაობს. თითოეული ცალ-ცალკე და საერთო ჯამში ერთად, საკუთარი ფუნჯებით ყველა იმ მნიშვნელოვან ეპიზოდსა და პერსონას გააცოცხლებს, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა - საქართველოს მიერ უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე განვლილ გზას "ილუსტრირებული ისტორიის" 24 ტომი გააერთიანებს.

იდეაზე, რომელსაც წიგნის და ამავე დროს, მხატვრობის მოყვარულებს "პალიტრა L" ერთ პროექტში სთავაზობს, ავტორების, რედაქტორების, დიზაინერებისა და დამკაბადონებლებისგან შემდგარი პროფესიონალთა ჯგუფი უკვე სამი წელია მუშაობს. ახალი პროექტის ფარგლებში აღწერილი ყველა ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, თითოეული ეპოქის საბრძოლო, საერო და საეკლესიო კოსტიუმები დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით იქმნება.

ავტორები: ლელა ბაღდავაძე, გიორგი შეყილაძე